ორგანული მჟავების გამოყენება ფრინველის საკვებში

Authors

  • თამარ ახალაძე აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • ამროსი ჭკუასელი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი მეცხოველეობის ინსტიტუტი
  • ირმა არსენაშვილი ვეტერინარიის დოქტორი, დარგის ექსპერტი, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი

Keywords:

ორგანული მჟავები, ფრინველის კვება, საკვების უსაფრთხოება, ანტიმიკრობული ეფექტი, სალმონელა, საკვები დანამატები

Abstract

ორგანული მჟავები სულ უფრო ხშირად გამოიყენება ფრინველის კვებაში, როგორც ანტიბიოტიკური ზრდის სტიმულატორების ეფექტური ალტერნატივა. ეს კვლევა განიხილავს მათ როლს საკვების უსაფრთხოების, ნაწლავების ჯანმრთელობისა და ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში. ორგანული მჟავები, როგორიცაა ჭიანჭველმჟავა, პროპიონის და რძემჟავა და ა.შ ავლენენ ძლიერ ანტიმიკრობულ აქტივობას პათოგენების, მათ შორის Escherichia coli; Salmonella spp; S. Enteritidis წინააღმდეგ. მათი საკვებში გამოყენება ხელს უწყობს საკვების შეთვისების უნარიანობის, საკვები ნივთიერებების მონელების გაუმჯობესებას და პროდუქტიულობის ზრდას.

დასკვნები ადასტურებს, რომ ორგანული მჟავების უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია, როგორც მდგრადი საკვები დანამატები ფრინველის წარმოებაში. ორგანული მჟავები  აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამცირებს ნაწლავებში პათოგენურ მიკროორგანიზმებს და აძლიერებს საზრდო ნივთიერებების მონელებას.

Published

2026-03-22

How to Cite

თამარ ახალაძე, ამროსი ჭკუასელი, & ირმა არსენაშვილი. (2026). ორგანული მჟავების გამოყენება ფრინველის საკვებში. Foundations and Trends in Modern Learning, (12). Retrieved from https://ojs.publisher.agency/index.php/FTML/article/view/8085