ვალის იძულებითი აღსრულების ისტორიული ევოლუცია: ანტიკურიდან თანამედროვე სამართლებრივ რეგულაციებამდე

Authors

  • ნანა როსტომაშვილი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი; ქ. თბილისი საქართველო

Keywords:

იძულებითი აღსრულება, ქონების ჩამორთმევა, უფლებების დაცვა

Abstract

       ვალდებულების შეუსრულებლობას აქვს სხვადასხვა უარყოფითი გავლენა მონაწილე მხარეებზე, კერძოდ კი, მოვალეზე, კრედიტორზე, ბაზარზე და საზოგადოებაზე. ისტორიულად, ვალის აღსრულებისათვის მრავალი მექანიზმი შეიქმნა. სამწუხაროდ, აღსრულებაში გამოყენებული სანქციები, განსაკუთრებით კი პირადი ვალის შეუსრულებლობის ნაწილში, ყოველთვის საკმაოდ მკაცრი იყო.

წინამდებარე სტატიაში განხილულია პირადი ვალის აღსრულებაში გამოყენებული სანქციები. ნაშრომში წარმოდგენილია, რომ ზოგიერთი სანქცია, რომელიც გამოიყენებოდა ანტიკურ საზოგადოებებში, კვლავ გამოიყენება თანამედროვე სამართლებრივ სისტემებში, თუმცა მოდიფიცირებული ფორმით. ტრადიციული გადახდისუუნარობის (გაკოტრების) მარეგულირებელი ნორმები უმთავრესად კრედიტორის დაცვისკენ იყო მიმართული, ხოლო ჰუმანიტარული ასპექტი უგულებელყოფილი რჩებოდა. თანამედროვე საკანონმდებლო რეგულაციები კი მიზნად ისახავენ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად დაზარალებული ყველა მხარის ინტერესების დაბალანსებას.

       მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილით დასჯა და მონობა აღარ არსებობს, ხოლო სავალო პატიმრობის პრაქტიკა დღეს მეტად შეზღუდულია, ისტორიული სამართლებრივი ინსტრუმენტი “ქონების იძულებითი რეალიზაცია” კვლავ რჩება მნიშვნელოვან სანქციად, თუმცა გარკვეული გამონაკლისებით. ვალის გამო მონობა დღეს აღარ გამოიყენება, თუმცა, პირის მომავალი შემოსავლების იძულებითი გადაცემა კრედიტორისათვის გარკვეულწილად შეიძლება განიხილებოდეს თანამედროვე "სავალო მონობის" ფორმად.

Published

2025-04-07

How to Cite

ნანა როსტომაშვილი. (2025). ვალის იძულებითი აღსრულების ისტორიული ევოლუცია: ანტიკურიდან თანამედროვე სამართლებრივ რეგულაციებამდე. Foundations and Trends in Research, (9). Retrieved from https://ojs.publisher.agency/index.php/FTR/article/view/5671