ჯემალ ქარჩხაძის „იგი“ და ჰერბერტ უელსის „ბრმათა ქვეყანა“- იგავურობის მხატვრული ასპექტები
Abstract
მწერლობა და ყოველი მწერალი ღირებულებათა მარადიულ სისტემას ემსახურება; ბოლო საუკუნეებში ეს მარადიული სისტემა და შესაბამისად საყრდენიც–ადამიანის არსიც მუდმივ მტკივნეულ გარდასახვასა და ტრანსფორმაციას განიცდის, რის შესაბამისი რეფლექსიაც არის ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედება; ჯემალ ქარჩხაძის პროზის იგავური ასპექტები გვიდასტურებს, რომ უნივერსუმს მოწყვეტილი ადამიანური გონება ვეღარ ახერხებს ღვთაებრივი კოსმოსის მსგავსად – მიკროკოსმოსად ყოფნას. მისი სული აღარ წარმოადგენს „მსოფლიო სულის ნაპერწკალს“ (იუნგი 2005: 4); ამ ღირებულებათა საჩვენებლად მწერლობა დასაბამიდან წარმატებულად მიმართავს ისეთ სამწერლო–შემოქმედებით მეთოდს, როგორიც იგავური აზროვნებაა. იგავური ენა თავისი შინაგანი პლასტებითა და თეოპოეტიკური პლანით ძევს და ამოიცნობა ასევე მე–20 საუკუნის გამორჩეული ინგლისელი მწერლის, მეცნიერულ-ფანტასტიკური რომანის ერთ-ერთი მამამთავრის ჰერბერტ უელსის მოთხრობაში „ბრმათა ქვეყანა“.