იგავის ტრანსფორმაცია და ჯემალ ქარჩხაძის ,,იგი“
Abstract
ჯემალ ქარჩხაძის მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი შემოქმედებითი სამყაროს ერთ–ერთი გამორჩეული ნიმუში ,,იგი“ დღემდე მკითხველთა დაუცხრომელი ინტერესის საგანი და საყვარელი ნაწარმოებია. შემთხვევითი არაა, რომ ეს მოთხრობა სასკოლო სახელმძღვანელოშია შეტანილი სწორედ საშუალო საფეხურზე, როცა ადამიანის პიროვნება ჩამოყალიბების, ფორმირების ყველაზე მნიშვნელოვან ფაზას გადის და მოზარდის შინაგანი სამყაროს განვითარებაში თავისი განუმეორებელი წვლილი შეუძლია შეიტანოს. ნაწარმოებისადმი მუდმივ მიზიდულობას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის ის იგავური ენა, რომელიც მწერლის შემოქმედებითი მრავალწახნაგოვნების საწყისთან დგას და დიდწილად ქმნის კიდეც ტექსტის კონტექსტურობის გასაღებს.
Published
2023-06-12
How to Cite
ბელა დურგლიშვილი. (2023). იგავის ტრანსფორმაცია და ჯემალ ქარჩხაძის ,,იგი“. Modern Scientific Method, (3). Retrieved from https://ojs.publisher.agency/index.php/MSM/article/view/1723
Issue
Section
Literature