კომპლექსური დავალების პრაქტიკის კვლევა მესამე თაობის ესგ მიხედვით

Authors

  • შორენა ტყემალაძე აწსუ, პედაგოგიური ფაკულტეტი, განათლების მეცნიერებათა დოქტორი, მოწვეული ლექტორი. სსიპ-ქალაქ ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მენტორი მასწავლებელი

Abstract

  ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა კეთებით და გამოცდილებით სწავლების პრინციპს ემყარება.  მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომით მოსწავლეები  პრაქტიკულად ასრულებენ მათთვის უკვე ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან კომპლექსურ დავალებებს, რომლის დროსაც მოსწავლეები თვითონ გეგმავენ სასწავლო საქმიანობას და ორგანიზებას უწევენ, ერთ მთლიანობაში აქცევენ სხვადასხვა სფეროში მიღებულ ცოდნას და მიზანმიმართულად იყენებენ მას. არ კმაყოფილდებიან  მიღწეულით და აქვთ საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარების უნარი, რაც განაპირობებს მათ  პიროვნულ და პროფესიულ ზრდას და უზრუნველყოფს ახალი ცოდნის დამოუკიდებლად შეძენას.

განათლების რეფორმა მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და ორიენტირებულია მოსწავლეებში საბაზისო უნარ-ჩვევების განვითარება-ჩამოყალიბებაზე. კომპლექსური დავალება კი ამ მიზნის მისაღწევი ერთ-ერთი გზაა.

Published

2023-06-12

How to Cite

შორენა ტყემალაძე. (2023). კომპლექსური დავალების პრაქტიკის კვლევა მესამე თაობის ესგ მიხედვით. Modern Scientific Method, (3). Retrieved from https://ojs.publisher.agency/index.php/MSM/article/view/1725

Issue

Section

Pedagogical Sciences