ეპიფანია ჯემალ ქარჩხაძის „მდგმურში“
Keywords:
ეპიფანია, სულიერი მანიფესტაცია,, გამოსხივებაAbstract
ნაშრომში გაანალიზებულია ჯემალ ქარჩხაძის ლიტერატურული პერსონაჟის შინაგანი სამყარო ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენის საფუძველზე, როგორიც ეპიფანიაა თავისი რელიგიური და ლიტერატურული ინტერპრეტაციებით. ნაჩვენებია ჯემალ ქარჩხაძის ფილოსოფიური, თეოლოგიური და ფსიქოლოგიური დაკვირვებები ადამიანის არსის ძიების, მისი ჭეშმარიტი დანიშნულების აღმოჩენის მიზნით ეპიფანიის მეშვეობით, რომელიც, მეცნიერული განმარტებით, არის უეცარი სულიერი „მანიფესტაცია“ - ღვთაებრივის, ამაღლებულის გამოჩენა, გაცხადება, გასხივოსნება. ეპიფანია არის მოვლენა, როცა პიროვნება ხედავს ერთს და შინაგანი გასხივოსნების შედეგად აღიქვამს არსებული სურათის ჭეშმარიტ სახეს; ასეთია სამყაროს პირველი რეალური ეპიფანია – მოგვების მიერ ყრმა მაცხოვრის თაყვანისცემა, როგორც გაცხადებული ღმერთისა. ეპიფანია გამოხატავს მომენტის ჭვრეტიდან მარადისობის ჭვრეტისაკენ უეცარ გონებრივ გასხივოსნებას, რასაც შემთხვევითი მოვლენა იწვევს. ეპიფანია სწორედ, ღვთაებრივთან შერწყმის სიხარულია. ჯემალ ქარჩხაძის პერსონაჟი – მდგმური – მდგმური თითქმის ყოველთვის გრძნობს ამ განცდას მაკასთან (ღვთაებრივის პერსონიფიკაცია) ყოფნისას, რადგან ეპიფანია სწორედ ქრისტიანული ღმერთის სიახლოვის განცდაა. ეპიფანია იგავური ენის შინაგანი სტრუქტურის აუცილებელი კომპონენტია და უკავშირდება ადამიანის თეოზისურ შეგრძნებებს