ნიადაგობრივ-კლიმატური პირობების გავლენა წვეთოვანი მორწყვის რეჟიმზე
Keywords:
მორწყვის რეჟიმი, წვეთოვანი მორწყვა, კლიმატური პირობები, ნიადაგობრივი პირობებიAbstract
სტატიაში განიხილება წვეთოვანი მორწყვის რეჟიმზე სარწყავი მასივების ნიადაგობრივ კლიმატური პირობების გავლენა.
ამ მიზნით შერჩეული იყო ორ განსხვავებულ მხარის მუნიციპალიტეტის სოფლები- კახეთის მხარის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ვერხვიანი და შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი დოესი ,რომლებიც საკმაოდ განსხვავდებიან ნიადაგობრივი და კლიმატური პირობებით. კლიმატური მაჩვენებლები ორივე სოფლებში განისაზღვრა გადასატანი მინიმეტეო სადგურით. საკვლევ პოლიგონებზე აღებული იყო ნიადაგის ნიმუშები, რომლებიც შემოწმდა ლაბორატორიულად. საპილოტე ტერიტორიაზე განსაზღვრული ხარჯის სიდიდე ექსპერიმენტის პროცესში ზუსტდებოდა მიღებული შედეგების გათვალისწინებით. მორწყვის რეჟიმის გასაკონტროლებლად იზომებოდა ნიადაგის ფაქტიური ტენიანობა.
კვლევით დადგინდა რომ წვეთოვანი მორწყვის რეჟიმზე ნიადაგობრივ პირობებთან ერთად დიდ გავლენას ახდენს კლიმატური ფაქტორები. რაც აუცილებელია მიღებული იყოს მხედველობაში რეკომენდაციების დამუავებისას.
Published
How to Cite
Issue
Section
License

This work is licensed under a Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 International License.