შურისძიებისა და მიტევების იგავური ასპექტები ჯემალ ქარჩხაძის „ზებულონისა“ და „იგის“ მიხედვით

Authors

  • ბელა დურგლიშვილი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი

Keywords:

შურისძიება,, იგავურობა,, მიტევება,, მარადიული საწყისები

Abstract

ნაშრომში გაანალიზებულია  ჯემალ  ქარჩხაძის ლიტერატურული პერსონაჟების შინაგანი  სამყარო  ისეთი მნიშვნელოვანი  მოვლენების  საფუძველზე,  როგორიც  შურისძიება და  მიტევებაა  თავისი   რელიგიური  და  ლიტერატურული  ინტერპრეტაციებით. ნაჩვენებია ჯემალ  ქარჩხაძის თეოლოგიური და  ფსიქოლოგიური  დაკვირვებები ადამიანის არსის  ძიების,  მისი  ჭეშმარიტი  დანიშნულების  აღმოჩენის  მიზნით  ღვთაებრივის, ამაღლებულის   მისაღწევად.    შურისძიება განიხილება, როგორც პიროვნების  შინაგანი  განვითარების  გზაზე  ტრაგიკული და  ცხოვრების  გზაზე სამომავლო პერიპეტიების განმსაზღვრელი საბედისწერო მოვლენა. ხოლო მიტევება, როგორც მარადიულ საწყისთან დაბრუნებისა და  სულიერი  სიმშვიდისა და  ამაღლების  აუცილებელი  წინაპირობა.  მწერლის  რწმენით, ადამიანის  არსებობა  განუწყვეტლივ  ამ  ორ  ფენომენს  შორის  მერყეობს  და   აუცილებელია,   ჭეშმარიტი  სულიერი  საწყისის  პოვნა  გადასარჩენად. ჯემალ  ქარჩხაძის  პერსონაჟები  ზებულონი და  იგი სწორედ  ამ  ფენომენთა  განსახიერებანი არიან და  განიცდიან ან  შურისძიების  ან მიტევების   ფიზიკურ  და  სულიერ  იმპულსებს, რომლებიც  მათი  სამომავლო  ცხოვრების  წინაპირობად  იქცევა  კიდეც. ამ მოვლენების ჩვენებით  მწერალი აღასრულებს ადამიანის  ღვთაებრივამდე  პიროვნული და  ზნეობრივი   სრულყოფის უდიდეს  მისიას.

Published

2023-07-03

How to Cite

ბელა დურგლიშვილი. (2023). შურისძიებისა და მიტევების იგავური ასპექტები ჯემალ ქარჩხაძის „ზებულონისა“ და „იგის“ მიხედვით. World Scientific Reports, (3). Retrieved from https://ojs.publisher.agency/index.php/WSR/article/view/1828

Issue

Section

Philological Sciences