ღვინის ტურიზმი და მისი განვითარების პერსპექტივები იმერეთში იზოლდა ხასაია

Authors

  • იზოლდა ხასაია ასოცირებული პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო

Keywords:

ღვინის ტურიზმი, იმერეთი, მარნები, აგროტურიზმი,, რეგიონული განვითარება

Abstract

ღვინის ტურიზმი, როგორც ტურიზმის სპეციფიკური ფორმა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში, სოფლის ურბანიზაციის პროცესში და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაში. საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია წარმოადგენს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მნიშვნელოვან კომპონენტს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს იმერეთის რეგიონის უნიკალური შესაძლებლობები, რომელიც გამოირჩევა ვაზის ადგილობრივი ჯიშებით, ისტორიულად ჩამოყალიბებული მარნებითა და მრავალფეროვანი კულტურულ-ბუნებრივი რესურსებით.

სტატიაში მიმოხილულია იმერეთში ღვინის ტურიზმის განვითარების ამჟამინდელი მდგომარეობა, ანალიზდება არსებული გამოწვევები და წარმოდგენილია პერსპექტივები, რომელთა რეალიზება შესაძლებელს გახდის რეგიონის ღვინის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებას. კერძო სექტორის ინიციატივების მაგალითზე განხილულია ბაიას მარანი, ირაკლი მინაძის მარანი, მირიანის მარანი, ნიკოლაძის მარანი და სხვ., როგორც წარმატებული პრაქტიკა მცირე საოჯახო მარნების განვითარების კუთხით. წარმოდგენილია რეკომენდაციები ინფრასტრუქტურული, მარკეტინგული და საკანონმდებლო მიმართულებებით, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონში ღვინის ტურიზმის მდგრად განვითარებას.

Published

2025-03-24

How to Cite

იზოლდა ხასაია. (2025). ღვინის ტურიზმი და მისი განვითარების პერსპექტივები იმერეთში იზოლდა ხასაია. World Scientific Reports, (9). Retrieved from https://ojs.publisher.agency/index.php/WSR/article/view/5567

Issue

Section

Economic Sciences