ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე გარემოსდაცვითი საკითხების სწავლებისას
Keywords:
გარემოსდაცვითი განათლება, ხელოვნური ინტელექტი, გეოგრაფიის გაკვეთილიAbstract
თანამედროვე საგანმანათლებლო რეალობაში ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაცია საგნობრივ სწავლებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც სწვალების ინოვაციურ მიდგომებსა და ახალი პედაგოგიური სტრატეგიების განვითარებას მოითხოვს. გეოგრაფიის სწავლება, როგორც სივრცითი და ანალიტიკური მეცნიერება, განსაკუთრებით ხელსაყრელია AI ტექნოლოგიების გამოყენებისთვის, რაც იძლევა საშუალებას მოსწავლეებმა რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით შეისწავლონ გარემოსდაცვითი პროცესები და გააანალიზონ გლობალური ცვლილებების ტენდენციები. მოცემული სტატია განიხილავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პოტენციალს გეოგრაფიის სწავლების პროცესში გარემოსდაცვითი საკითხების შესასწავლად, როგორც სწავლების ხარისხის ამაღლების, ისე გარემოსდაცვითი ცნობიერების გაღრმავების თვალსაზრისით.
ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია გეოგრაფიის სწავლების პროცესში ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. გარდა ხარისხიანი განათლებისა (მიზანი 4) და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისა (მიზანი 13), აღნიშნული მიდგომა უკავშირდება მიზანს 6 – სუფთა წყალი და სანიტარია, რადგან მოსწავლეები AI-ის მეშვეობით სწავლობენ წყლის რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების მნიშვნელობას, და მიზანს 12 – პასუხისმგებელი მოხმარება და წარმოება, რომელიც აისახება რესურსების ეფექტიან გამოყენების, ნარჩენების შემცირებისა და ეკოლოგიურად სუფთა ცხოვრების წესის გააზრებაში. ამგვარად, AI გეოგრაფიის გაკვეთილზე ხდება არა მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაცია, არამედ ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების პრინციპების პრაქტიკული სწავლებისთვის.
Published
How to Cite
Issue
Section
License

This work is licensed under a Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 International License.