ძირითადი პრაგმატიკული მარკერები ინგლისურ და ქართულ ინტერვიუში

Authors

  • Kristine Tchokhonelidze PhD, Associate Professor, Kutaisi University, https://orcid.org/0000-0001-5921-7800

Abstract

ძირითადი პრაგმატიკული მარკერები გამოხატავს ძირითადი შეტყობინების ილოკუციურ ძალას. ასეთ პრაგმატიკულ მარკერებს რეპრეზენტაციული მნიშვნელობა აქვთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი პროპოზიციული შინაარსის გარდა, დამატებით გადმოცემენ კონცეპტუალურ ინფორმაციას. უფრო კონკრეტულად, ისინი გადმოცემენ იმ ინფორმაციას, რომელიც მეტნაკლებად გამოხატავს წინადადების პირდაპირი ძირითადი შეტყობინების ილოკუციურ ძალას. მნიშვნელობათა ეს სხვადასხვაობა პროპოზიციულ შინაარსსა და ძირითად პრაგმატიკულ მარკერებს შორის პირველად შენიშნა ჯ. სერლმა (Searle 1969:30). მისი აზრით წინადადების სინტაქსურ სტრუქტურაში შეიძლება გაიმიჯნოს ორი ელემენტი - პროპოზიცია და ილოკუციური ძალის ინდიკატორი. ეს უკანასკნელი აჩვენებს, როგორ მიიღოს ადრესატმა პროპოზიცია, ანუ სწორად მოახდინოს ინფორმაციის დეკოდირება .

Published

2023-06-26

How to Cite

Kristine Tchokhonelidze. (2023). ძირითადი პრაგმატიკული მარკერები ინგლისურ და ქართულ ინტერვიუში. Academics and Science Reviews Materials, (3). Retrieved from https://ojs.publisher.agency/index.php/ASCRM/article/view/1805