ადამიანი და ღვთაებრივი სამართლიანობის იდეა ჯემალ ქარჩხაძის „ანტონიო და დავითის“ მიხედვით
Abstract
ადამიანის სიცოცხლე წარმოუდგენელია სამართლიანობის იდეის გარეშე. საკაცობრიო ისტორიის სხვადასხვა საფეხურზე ადამიანის უმნიშვნელოვანესი მისწრაფება სწორედ ამ იდეის დამკვიდრებას ემსახურება. თანამედროვე მეცნიერი და თეორეტიკოსი ერჰარდ ეპლერი სამართლიანობის შესახებ წერს: „დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტური სამართლიანობა კაცობრიობისათვის მიუწვდომელია. საკვებისა და წყლის მოთხოვნილების გარდა, არსებობს აღიარების, ყურადღების, უსაფრთხოების, აგრეთვე სამართლიანობის მოთხოვნილება. „სამართლიანობის შიმშილი“ აშკარაა. ეს უფრო ნაკლებად გამოიხატება სამართლიანობის შესახებ ჭკვიანურ ტრაქტატებში, ვიდრე უსამართლობის მძაფრ განცდაში. ცხადია, რომ ეს გრძნობა სუბიექტურია და რომ თითოეულ ჩვენგანში იგი თავისებურად აისახება. თუმცა ის ძლიერი, ძირეული და დაუძლეველია. იგი ადამიანებს წინსვლის სურვილს უნარჩუნებს, მისი მოსპობით კი კაცობრიობა იღუპება.“