გეოგრაფიული უნარების ფორმირება გეოგრაფიის გაკვეთილზე
Keywords:
გეოგრაფიული უნარი, გეოგრაფიული შეკითხვა, შეკითხვა, გეოგრაფიული ინფორმაციაAbstract
გეოგრაფიული უნარები არის სპეციფიური ტექნიკები და იარაღი, რომელიც
საშუალებას გვაძლევს გეოგრაფიულად ვიაზროვნოთ - ისინი წარმოადგენს გეოგრაფიული მიდგომის გამორჩეულ საშუალებას, საზოგადოებრივი და ფიზიკურგეოგრაფიული პროცესების და მოვლენების შესასწავლად.
გეოგრაფიული უნარები უზრუნველყოფენ იმ აუცილებელ ინსტრუმენტებსა და მეთოდებს, რომლებიც საჭიროა რათა ჩვენ გეოგრაფიულად ვიაზროვნოთ. გეოგრაფიული უნარები საჭიროა და გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას - სად ვიყიდოთ ან ვიქირავოთ სახლი; სად ვიმუშავოთ; როგორ მივიდეთ სამსახურამდე ან მეგობრის სახლამდე; სად ვიაროთ საყიდელბზე, დავისვენოთ და ვიაროთ სკოლაში. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა და გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებულია გეოგრაფიული ინფორმაციის მოძიებასთან, ორგანიზაციასა და გამოყენებასთან.
გეოგრაფიული უნარები ეხმარება მოსწავლეებს დააკვირდნენ დედამიწაზე მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებს, შეაგროვონ და გაანალიზონ ინფორმაცია, გამოიტანონ დასაბუთებული დასკვნა და მიიღონ გადაწყვეტილება. ისინი ასევე ეხმარება მათ ეფექტური, დამაჯერებელი არგუმენტების შემუშავებასა და წარმოდგენაში სახელმწიფოებრივი პოლიტიკის საკითხებთან მიმართებაში.